დავითგარეჯის საქმე

წულუკიანი მელაშვილი-ილიჩოვაზე: ვართ და ვიქნებით მკაცრი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების დროს

თუ დღეს აღმოჩნდა, რომ ერთი მხრივ დაცვისა და მეორე მხრივ, ბრალდების პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა, ან არ დაემთხვევა და მოსამართლე გადაწყვეტს, რომ წინასწარ პატიმრობა ან დატოვოს ძალაში, ან არ დატოვოს და გირაოთი ჩაანაცვლოს, როგორც ამას ბრალდებული პირების ადვოკატები ითხოვენ, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კრიტერიუმით - საჭიროა, თუა რა კვლავ ამ ადამიანების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა გამოძიების მიზნებისათვის. 

ქართული ოცნება იყო, არის და მომავალშიც იქნება მკაცრი ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების მიმართ

თქვა ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, თეა წულუკიანმა მედიასთან. პროკურატურის ცნობით, უწყება დღეს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რათა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიტიმაციის კომისიის წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალოთ. 

კომენტარები