ცოტა არ იყოს, გაოცებული ვარ ჩემთვის მოულოდნელი რეაქციით გუშინდელზე: მე ბოლომდე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ გაცნობიერება, ვინ არის ადამიანი და რას ნიშნავს ღირსება, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა თუნდაც სრულიად მიუღებელი ადამინის წინააღმდეგ, არის ყველაზე უფრო მნშივნელოვანი ცოდნა, რაც შეიძლება ჩვენ შევიძინოთ, როგორც ადამინების ერთობამ, ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი იმისთვის, რომ გვქონდეს ძლიერი სამოქალაქო-პოლიტიკური საპროტესტო მოძრაობა, საფუძველი, რომ ავაშენოთ ლიბერალური, დემოკრატიული სახელმწიფო, ყველაზე მნინშველოვანი იმისთვის, რომ ღირსეულად შევცალოთ ხელისუფლება, ავირიდოთ ანგარიშწორება და კუდიანების დევნა, აუცილებელი იმისთვის, რომ ერთმანეთის თავისუფლება დავაფასოთ. ეს ცოდნა არ არის რაღაც "მორალისტობა", "მაღალფარდოვნება", "სვეცკობა" თუ ჯაინიზმი და კვაკერობა, როგორადაც, სამწუხაროდ, უნდათ, წარმოაჩინონ გუშინიდელი სამარცხვინო ნაგვისყრის გამპრავებლებს, რომლებისთვისაც ზნეობა აღმოჩნდა, რომ აბუჩად ასაგდები, უშინაარსო ცნება შეიძლება იყოს, არამედ, ეს არის ჩვენი თანაცხოვრების აუცილებელზე აუცილებელი ობიექტური საფუძველი, რომელიც არ იცველება და ექვემდებარება სოფისტურ ინტერპეტაციებს, ეს ცოდნა არის ადამიანის პიროვნებად ყოფნის აუცილებელზე აუცილებელი პირობა, ჩაშენებული ყველა რელიგიის ეთიკურ სისტემასა და ყველა დაწერილ და დაუწერელ ლიბერალურ კონსტიტუციაში. ამ ცოდნისა და თვითშეგნების გარეშე ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს და გაამართლოს ყველაფერი: შეურაცხყოს მიცვალებული, აწამოს ტყვე მტრის ბანაკიდან, წამებით მოკლას დამხობილი დიქტატორი, გაანადგუროს მისი ოჯახი, ლინჩის წესით გაასამართლოს ის, ვინც თემისთვის, მრევლისთვის, პარტიისთვის იქნება მიუღებელი, სახეზე შარდი წაასმევინოს პოლიტიკურ მეტოქეს, ენა ამოგლიჯოს მოღალატეს და ა.შ. ჩვენ ვერასოდეს დავამარცხებთ ვერც უსამართლო "სისტემას", ვერ დავამარცხებთ ვერც ძალადობას და, არსებითად, ვერასოდეს შვცვლით ხელისუფლებას, ვერ ვიცხოვრებთ მშვიდობიან საზოგადოებაში აი, ამ ფუნდამენტური სამოქალაქო და პოლიტიკური ცოდნის გარეშე. ამიტომ, ეს ცოდნა არც სადღეგრძელოა და არც მორალიზმი, არამედ მეტი რომ არ შეიძლება იმდენად მძლავრი და ქმედითი იარაღი ველურობის, ბოგანობისა და უსამრთლობის წინააღმდეგ.
tbl.ge/5e67
დაკოპირდა
წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი Facebook-ზე. 23 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ოპოზიციის საარჩევნო სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს.
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო