დავით-გარეჯის საქმე

მელაშვილის ცოლი: თუ რაიმე დამამტკიცებელი ჩანაწერი ჰქონდათ, მაშინ 4 თვე რაში დასჭირდათ?!

თუ ჰქონდათ რაღაც ჩანაწერები ისეთი, რომელიც დავუშვათ, მათ ბრალეულობას ამტკიცებს, რაში სჭირდებოდა ამას 4 თვე ლოდინი?! თუ ეს ჩაიწერეს აგვისტოში, სექტემბრის დასაწყისში, მაშინ დეკემბერში სასამართლო რომ უნდა ყოფილიყო და მათ არ ჰქონდათ არანაირი მტკიცებულება, რატომ გადაადებინეს, მაშინ ხომ ექნებოდათ ეს ჩანაწერები?!

რაც არ უნდა თქვან, არაფერი იქნება ისეთი, რომ მათ ბრალეულობას ამტკიცებდეს. 

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ცოლი თამარ სულაშვილი, პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ვიდეო-ჩანაწერს ეხმაურება, სადაც მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული. 

კომენტარები