2008 წლის აგვისტოს ომი

კაპანაძე: სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაადასტურა, რომ რუსეთი ოკუპანტია

ყველას ვულოცავ სტრასბურგის სასამართლოს ძალიან მაგარ გადაწყვეტილებას. სასამართლომ პირდაპირ დაადასტურა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აფხაზეთზე და ცხინვალზე და პასუხისმგებელია იქ რაც ხდებოდა და ხდება 12 აგვისტოს შემდეგ. მათ შორის, მკვლელობებზე, დევნილების დაბრუნებაზე და ა.შ. 

ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საჯარო მოსამსახურეებმა და მათაც მინდა, ეს გამარჯვება მივულოცო.

აი, იმ ადამიანებს კი, რომლებიც წლებია ამტკიცებენ, რომ აფხაზეთი კონფლიქტის მხარედ ვაღიაროთ, რომ მერე რა მოხდება, ასე თუ ვიზამთ, პირდაპირ ვეტყვი, რომ უცოდინრები და საშიშები არიან. მათ რომ თავისი გაეტანათ 2012 წლის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება დღეს არ გვექნებოდა. საერთაშორისო სამართალი ქუჩის ბაზარი არ არის. სწავლა სჭირდება, თან სიღრმისეულად...

წერს ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე. 12-წლიანი დავის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა. 

კომენტარები