ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, როდესაც მე ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს ვმართავ, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. შემთხვევით არაფერი ხდება - საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლის შემდეგ საქართველო სამართლებრივად გამართლდა. ჩვენი სახელმწიფო აღიარებულია 2008 წლის ომის მსხვერპლად, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ისტორიისა და მომავლისთვის. ეს არის ის საყრდენი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი გაერთიანება. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროსა და თეა წულუკიანს. ამ გამარჯვებაში მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით...
2008 წლის აგვისტოს ომი
ზურაბიშვილი: გვაღიარეს ომის მსხვერპლად, დიდი მიღწევაა ჩვენი ისტორიისა და მომავლისთვის
tbl.ge/5dze
დაკოპირდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 12-წლიანი დავის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.
ამავე თემაზე
- რუსეთში Дождь-ის ჟურნალისტს 2008 წლის ომზე პოსტისთვის ათწლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს
- 2008 წლის ომის დროს ჩემი თხოვნით ბერლუსკონიმ პუტინს დაურეკა, შეთანხმება მალე გაფორმდა – კალაძე
- Дождь-ის რედაქტორს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე პოსტის გამო დაუსწრებლად ასამართლებენ
- მედვედევი ოკუპირებულ ცხინვალზე: 2008 წელს ისტორიული სამართლიანობა აღდგა
- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა




