კორონავირუსი საქართველოში

1137 ახალი შემთხვევიდან თბილისში 477 დადასტურდა, იმერეთში – 164, შიდა ქართლში – 85

iStock [illustration]

კორონავირუსით ინფიცირების 1137 ახალი შემთხვევიდან თბილისში 477 დადასტურდა, იმერეთში - 164, შიდა ქართლში კი - 85. 

აჭარაში ინფიცირების 64 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 65, გურიაში - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 118, კახეთში - 95, მცხეთა-მთიანეთში - 27, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11. 

21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 251 071 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 238 101 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 998 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები