ნიდერლანდები

ნიდერლანდების მთავრობა ბავშვების სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა

ნიდერლანდების მთავრობა ბავშვების სოციალური დახმარების სკანდალის გამო გადადგა. მთავრობამ ათასობით ოჯახი არასწორად დაადანაშაულა ბავშვთა სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებულ თაღლითობაში .

დაახლოებით 10 000 ოჯახს ნიდერლანდებში განუცხადეს, რომ მათ უნდა დაებრუნებინათ ათასობით ევროს სუბსიდია. მათი უმეტესობა, ვისაც ეს შეეხო, არის ემიგრანტი ან ფინანსურად უჭირს. მშობლები თაღლითობაში დაადანაშაულეს ისეთი შეცდომების გამო, როგორიცაა, მაგალითად, დოკუმენტზე ხელმოწერის გამორჩენა. 

"პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და სამართლებრივი სისტემის ყველა დონეზე შეცდომები იყო, რამაც ათასობით მშობელს დიდი უსამართლობა მოუტანა." - აღნიშნა პრემიერმინისტრმა რუთემ

მან თქვა, რომ ფინანსური კომპენსაცია ამ მშობლებისთვის არის უპირველესი რამ, რაც სათანადოდ უნდა მოგვარდეს. 

კითხვაზე, სიმბოლური იყო თუ არა მთვარობის გადადგომა, რუთემ უპასუხა, რომ არა.

"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სწრაფ კომპენსაციაზე და იმ გაუმჯობესებებზე, რაც მომავლისთვის არის საჭირო". - თქვა რუთემ. 

ახალი არჩევნები მარტის შუა რიცხვებში ჩატარდება, მანამდე ამჟამინდელი მთვარობა გააგრძელებს მუშაობას და "გააკეთებს იმას, რაც ერონული ინტერესისთვის არის საჭირო".

რუთე 2010 წლიდან მთავრობაშია, თუ მისი პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს, ის ახალ ადმინისტრაციას შექმნის. საზოგადოებრივ გამოკითხვებში მისი პარტია ლიდერობს. 

კომენტარები