ქართული ოცნება

კობახიძე: ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობა ბიძინა ივანიშვილს

ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით. მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა.

დღემდე ის იყო თავისუფების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე და ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი თავდადადება და შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. 

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ასევე მინდა გადავუხადო მადლობა 2014 წლიდან პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის...

ამბობს ირაკლი კობახიძე მას შემდეგ, რაც ის ქართული ოცნების ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

კომენტარები