ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად, რომელიც 2 საათზეა დანიშნული, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც იყო. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია დაკავებულების ზუსტი რაოდენობა.
ტაბულა შსს-ში ცდილობს გაარკვიოს, თუ რამდენი პირია დაკავებული.
სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ დანიშნვას აპროსტესტებენ.
დღეს, 16 იანვარს, ქართული ოცნების ახალი თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს განახლებული 21-კაციანი შემადგენლობა უნდა აირჩიონ.