კორონავირუსი საქართველოში

შსს: გასულ 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 712 ადამიანი დავაჯარიმეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პოლიციამ 712 ადამიანი დააჯარიმა.

უწყების ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რეგულაციების დარღვევის 815 შემთხვევა აღირიცხა. 

"პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები". – წერია განცხადებაში. 

პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 2 000 ლარით, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარით აჯარიმებენ. განმეორებითი დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები