ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: იტყვიან, ნახეთ, რამდენი გაჭირვებულიაო, გაჭირვებას ასე 5 წუთში ვერ დაძლევ

20 წლის განმავლობაში ქვეყანაში უარესდებოდა და უარესდებოდა მდგომარეობა, ქართულმა ოცნებამ მოახერხა და შეაჩერა ეს დაღმასვლა. ჩვენ სტაბილურად, 8 წლის განმავლობაში, ყველა მიმართულებით, ხაზს ვუსვამ, ყველა მიმართულებით გვაქვს პრინციპულად უკეთესი მდგომარეობა. ისე არა, ახლა იტყვიან, აბა, ნახეთ, რამდენი გაჭირვებულიაო, ერთადერთს ამბობენ. გასაგებია, რომ ამ გაჭირვებას ასე 5 წუთში ვერ დაძლევ და ამას დრო სჭირდება. ჩვენ, ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას ვაჩვენეთ, როგორი უნდა იყოს ხელისუფლება, ჯანმრთელი და ჯანსაღი ხელისუფლება, ევროპული ტიპის ხელისუფლება, ის, რაც უნდა იყოს რეალურად...

ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირველი არხის ეთერში. 

კომენტარები