კორონავირუსი მსოფლიოში

ელიზაბეტ II-მ და პრინცმა ფილიპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს

Getty Images

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ მეორემ და პრიცმა ფილიპმა დღეს, 9 იანვარს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბაკინგემის სასახლე ავრცელებს. 

ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთეს 94 წლის დედოფალმა და 99 წლის პრინცმა ფილიპმა, თუმცა ისინი იმ 1.5 მილიონ ადამიანს შორის არიან, რომლებმაც ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს. 

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინით მოსახლეობის აცრა დაიწყო.

გასულ თვეს დიდი ბრიტანეთი ასევე პირველი ქვეყანა გახდა, სადაც Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინის გამოყენება დაიწყო.

კომენტარები