კორონავირუსი საქართველოში

შსს: ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 565 ადამიანი დავაჯარიმეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო კიდევ 565 ადამიანი დააჯარიმეს. 

უწყების ცნობით, აღრიცხეს რეგულაციების დარღვევის 668 შემთხვევა. 

"პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს". - წერია განცხადებაში. 

პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით, იურიდიული პირი კი - 10 000-ით.  განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები