კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: მეუფე იაკობი გამოჯანმრთელების პირასაა და ხვალ დატოვებს კლინიკას

ფორმულა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, COVID-ინფიცირებული ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ხვალ დატოვებს კლინიკას. 

მისივე თქმით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა მეუფე იობიც. 

"ორივე მეუფე თავს მხნედ გრძნობს. მეუფე იობი გაეწერა. გუშინ მასთან ერთად ვიყავი წირვაზე, მხნედ ჩაატარა. ჩათვალეთ, რომ კორონავირუსის დაავადება ბოლომდე დაამარცხა.

რაც შეეხება მეუფე იაკობის მდგომარეობას, სტაბილურია. ღმერთის წყალობით გამოჯანმრთელების პირასაა და ხვალ დატოვებს კლინიკას". - ამბობს რატიანი. 

მეუფე იაკობს კორონავირუსი 26 დეკემბერს დაუდასტურდა.

ბოდბელი ეპისკოპოსის აზრით, "ეს ვირუსი ვერაგია, მაგრამ კაცობრიობისთვის, ალბათ, აუცილებელი იყო, უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები, ეს თუ დაგვაფიქრებს".

კომენტარები