კრიმინალი

ყაჩაღობა აბაშაში - თავდამსხმელებმა 81 წლის კაცს სცემეს და 500 ლარი წაართვეს

Tabula

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში 81 წლის კაცს თავს დაესხნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მოხუცს შეიარაღებულმა ნიღბიანებმა სცემეს, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ფული წაართვეს, ამის შემდეგ კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ახლობლების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა თანხა, 500 ლარი წაიღეს.  

დაზარალებული სენაკის საავადმყოფოში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, "საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება". 

კომენტარები