ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ გაგრაში ხანძარია

გაგრა, ხანძარი
Berdia Kalandia/Facebook

ოკუპირებულ გაგრაში ხანძარია. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმზე დაყრდნობით რუსული პროპაგანდისტული სააგენტო, Sputnik Abkhazia ავრცელებს. 

ხანძრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

Sputnik Abkhazia-ს ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. მათივე ცნობით, ცეცხლი სახლებიდან 150 მეტრითაა დაშორებული და ადგილზე 11 მეხანძრე და 3 მანქანა მუშაობს. 

ოკუპირებულ გალში ხანძრის შესახებ ინფრომაცია 5 იანვარს გავრცელდა. როგორც DFWatch ერთ-ერთ ადგილობრივზე დაყრდნობით წერდა, ხანძარი ვერ შეაკავეს და რამდენიმე სახლი დაიწვა. 

კომენტარები