სომხეთი

სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს ლონდონში ყოფნისას Covid-19 დაუდასტურდა

Reuters

სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც NEWS.AM წერს, პრეზიდენტი ლონდონში იყო. 

"არმენ სარქისიანი, შვებულების ფარგლებში, ახალ წელს ლონდონში შვილიშვილებთან და ოჯახთან ერთად შეხვდა. 3 იანვარს მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა, პრეზიდენტს ახალი კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა. ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. სარქისიანი თვითიზოლაციაშია და სამუშაოს დროებით დისტანციურად გააგრძელებს". – ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური. 

4 იანვარს დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსი კიდევ 58 784 ადამიანს დაუდასტურდა. 4 იანვრის მონაცემებით, სულ ქვეყანაში Covid-19-ის 2 713 563 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 75 431 ადამიანი გარდაიცვალა. 

 

კომენტარები