კორონავირუსი

ტელეწამყვანი ლარი კინგი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს

ლეგენდარული ამერიკელი წამყვანი ლარი კინგი კორონავირუსის გართულების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს

87 წლის კინგი უკვე ერთი კვირაზე მეტია, ლოს ანჯელესის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს. მან 2017 წელს განაცხადა, რომ ის კიბოს ებრძვის. ასევე აქვს დიაბეტი, შარშან გადაიტანა ინსულტი, ხოლო  2019 წელს გაკეთებული აქვს ანგიოპლასტიკის პროცედურები. 

კინგს 25 წლის განმავლობაში მიჰყავდა გადაცემა CNN- ზე "Larry King Live" , სადაც პრეზიდენტობის კანდიდატებს, ცნობილ ადამიანებს, სპორტსმენებსა და კინოვარსკვლავებს მასპინძლობდა. ის პენსიაზე 2010 წელს გავიდა, მას შემდეგ რაც 6000 – ზე მეტი ეპიზოდი გადაიღო. 

კომენტარები