ახალი წელი 2021

კალაძე: საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს, ფერფლიდან აღმდგარა, გილოცავთ ოპტიმიზმით

ჩვენ ერთად ვართ, სოლიდარულები ვართ, ყველა ერთად ყველა სირთულეს დავძლევთ. საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა, ფერფლიდან აღმდგარა და ახალი სიცოცხლე დაუწყია.

მომავალი წელი იქნება აღდგენის, განახლების და გაძლიერების წელი. მეგობრებო, ჩვენს ერთად ყოფნას ჩვენს მომავლისკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს.

გილოცავთ დიდი სიყვარულით, დიდი ოპტიმიზმით სავსე გულით. ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვოთ და ახალ წელს იმედით შევეგებოთ, რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარულით...

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

კომენტარები