NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
პომპეი

არქეოლოგებმა პომპეიში ქუჩის კვების უძველესი რესტორანი აღმოაჩინეს [PHOTOS]

კვირა, 27 დეკემბერი, 2020 - 17:59
AP
tbl.ge/5czv
დაკოპირდა

არქეოლოგებმა პომპეიში უძველესი ქუჩის კვების რესტორანი აღმოაჩინეს. თერმოპოლიუმი, რომელიც ლათინურად ცხელი სასმელების დახლს ნიშნავს, აღმოაჩინეს არქეოლოგიურ პარკ Regio V-ში, რომელიც მნახველებისთვის ჯერ არ გაუხსნიათ.

ტერაკოტის ქილებში 2000 წლის წინანდელი საკვების კვალი აღმოაჩინეს. დახლის ფერადი ფრესკებით არის გაფორმებული, რომლებზეც სხვადასხვა ცხოველებია გამოსახული, მათ შორის ქათამი და იხვები, რომლებიც, სავარაუდოდ, იმ კერძების ინგრედიენტებია, რომლებიც რესტორანში მზადდებოდა.

"ეს გასაოცარი აღმოჩენაა. პირველი შემთხვევაა, როდესაც გათხრების შედეგად მთლიანი თერმოპოლიუმი აღმოვაჩინეთ" - თქვა პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორმა მასიმო ოსანამ.

არქეოლოგებმა ასევე იპოვეს, ბრინჯაოს სასმისი, რომელიც პატერას სახელითაა ცნობილი, კერამიკის ჭურჭელი, რომელსაც კერძების მოსამზადებლად იყენებდნენ, ღვინის მათარები და ამფორები.

"ჩვენი წინასწარი ანალიზი აჩვენებს, რომ დახლზე გამოსახული ფიგურები ნაწილობრივ მაინც ასახავს იმ საჭმელსა და სასმელებს, რომლებიც აქ იყიდებოდა." - თქვა ვალერია ამორეტიმ, პომპეიში მომუშავე ანთროპოლოგმა.

არქეოლოგებმა გათხრებისას იპოვეს ღორის, საქონლის ხორცის და თევზეულის კვალი, რაც ვალერია ამორეტის თქმით, მიანიშნებს ცხოველური პროდუქტების მრავალფეროვნებაზე, რომლებისაც კერძების მოსამზადებლად იყენებდნენ.

AP
AP
AP
AP

ანტიკური ქალაქი პომპეი ნეაპოლიდან 23 კილომეტრითაა დაშორებული. ჩ.წ. 79-წელს პომპეის მახლობლად ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ქალაქი ვულკანურმა ფერფლმა დაიფარა. ამ დროისთვის ქალაქში დაახლოებით 13 000 ადამიანი ცხოვრობდა. უძველესი ქალაქის ნანგრევები მე-16 საუკუნეში აღმოაჩინეს. არქეოლოგიური გათხრები კი 1750-იანი წლებიდან დაიწყო. დღეისთვის ქალაქის დაალოებით სამი მესამედი გაწმენდილია. ქალაქი ბერძნულ-რომაული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილი. პომპეი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

არქეოლოგიაპომპეიაღმოჩენა პომპეიში

ამავე თემაზე

  • შაბათი, 2 მარტი, 2024 - 20:34პომპეიში გათხრების შედეგად მითოლოგიური სცენის ამსახველი ფრესკა აღმოაჩინეს
  • ოთხშაბათი, 30 მაისი, 2018 - 17:11არქეოლოგებმა პომპეის ტერიტორიაზე თითქმის 2000 წლის წინანდელი ჩონჩხი იპოვეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 03:06

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:58

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:43

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:28

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 22:41

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕