ვივამედი

კლინიკა ვივამედიში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

კლინიკა ვივა მედიში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.

როგორც ტაბულას კლინიკის წარმომადგენელმა უთხრა, განადგურებულია მიმღებში არსებული ინვენტარი.

რაც შეეხება დაცვის თანამშრომელს, მისი მდგომარეობა მძიმეა. მას ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 8 დეკემბერს შეიყვანეს კლინიკაში ჰიპოვოლემიური შოკით, ის დღეს დილით გარდაიცვალა.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები