ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: წელს მოკრძალებული ახალი წელი უნდა გვქონდეს, თავი ავარიდოთ წვეულებებს

წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და თავი უნდა ავარიდოთ ჩვენთვის ჩვეულ დიდ საახალწლო წვეულებებს.

წელს განსაკუთრებული წელია, გამოწვევებით და ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ გავართმევთ თავს ამ საახალწლო დღესასწაულებს.

თქვა პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები