მაკენზი სკოტი

მაკენზი სკოტმა, ჯეფ ბეზოსის ყოფილმა ცოლმა 4 თვეში ქველმოქმედებისთვის $4.2 მილიარდი გაიღო

მაკენზი სკოტი და მისი ყოფილი მეუღლე ჯეფ ბეზოსი [2017 წ.]
GETTY IMAGES

მაკენზი სკოტმა, ამაზონის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ყოფილმა ცოლმა, ოთხ თვეში 4 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედებისთვის გაიღო.

თავის ბლოგ პოსტში სკოტმა თქვა, რომ სურდა, დახმარებოდა ამერიკელებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში გაუჭირდათ. მრჩეველთა ჯგუფთან ერთად სკოტმა 380 საქველმოქმედო ორგანიზაცია შეარჩია. მაკენზი სკოტმა აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა განსაკუთრებით დააზარალა სხვადასხვა უმცირესობები.

მაკენზი სკოტი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-18 ადგილზეა. წელს მისი ქონება $23.6 მილიარდიდან $60.7 მილიარდამდე გაიზარდა. 

2020 წლის ცნობილი გახდა, რომ სკოტმა ქველმოქმედებისთვის 1.7 მილიარდი დოლარი გაიღო. 

ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შემდეგ მალევე, მაკკენზი სკოტი Giving Pledge-ს ("გაცემის ფიცი") შეუერთდა. ესაა საქველმოქმედო კამპანია, რომელიც 2010 წელს ბილ გეიტსის და უორენ ბაფეტის ინიციატივით დაიწყო. ამ კამპანიაში შემავალი მილიარდერები კი საკუთარი ქონების უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარენ. მაკკენზი სკოტის გარდა კამპანიას შეურთდა მარკ ზაკერბერგი და ილონ მასკი.

ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შემდეგ მაკენზი სკოტმა მათი ოჯახის საკუთრებაში არსებული Amazon-ის აქციების 25% მიიღო. განშორების მომენტში აქციების ღირებულება 36 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა.

კომენტარები