კორონავირუსი საქართველოში

ქობულეთის საკრებულოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

ქობულეთში, ქართული ოცნების დეპუტატი მალხაზ რომანაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე Facebook-ზე ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, რომანაძე თავდაპირველად სახლში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო საავადმყოფოს მიმართა, გუშინ, 13 დეკემბერს კი კლინიკაში გარდაიცვალა. 

კომენტარები