კორონავირუსი საქართველოში

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში კიდევ 642 მოქალაქე დააჯარიმეს (Video)

ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კიდევ 642, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 93 მოქალაქე დააჯარიმეს, მათ შორის ისინიც, ვინც კომენდანტის საათის დროს ქუჩაში იყო. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს" - აცხადებს შსს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა - 2 000 ლარით.

კომენტარები