კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევიდან 1 708 თბილისში დადასტურდა, იმერეთში – 636, აჭარაში – 313

Gulf News

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 708 დადასტურდა, იმერეთში - 636, აჭარაში კი 313.

ქვემო ქართლში 281 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში - 268, გურიაში - 82, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 397, კახეთში - 252, მცხეთა-მთიანეთში - 116, სამცხე-ჯავახეთში - 69, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24.

 

11 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 183 099 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 150 461 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 694 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები