ჟურნალისტები

IFJ: 2020 წელს 42 ჟურნალისტი მოკლეს თავიანთი საქმიანობის შესრულების დროს

დაშავებული ჟურნალისტი ვენესუელაში.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) ყოველწლიური მონაცემების თანახმად, 42 ჟურნალისტი და მედიაში მომუშავე პირი მოკლეს თავიანთი საქმიანობის შესრულების დროს. 

235 ჟურნალისტი დააპატიმრეს პროფესიული საქმიანობასთან დაკავშირებული მიზეზით. 

ოფიციალური მონაცემებით, მექსიკაში 2020 წელს ყველაზე მეტი, 13 ჟურნალისტი მოკლეს. ამის შემდეგ მოდის პაკისტანი, სადაც 5 ჟურნალისტი მოკლეს. ავღანეთში, ინდოეთში, ერაყსა და ნიგერიაში, თითოეულ ქვეყანაში, სამი ჟურნალისტი მოკლეს. 

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივნის, ანტონი ბელანგერის, თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ გასულ წლებში ჟურნალისტების მკვლელობებმა იკლო, ჟურნალისტები თავიანთი საქმიანობის შესრულებისას საფრთხეს კვლავ აწყდებიან. 

IFJ-ის მონაცემებით, სამი ათწლეულის განმავლობაში 2 658 ჟურნალისტი მოკლეს.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 2019 წელს მსოფლიოში, სულ მცირე, 250 ჟურნალისტი დააპატიმრეს. წელს ყველაზე მეტი, მინიმუმ, 48 ჟურნალისტი ჩინეთში დააპატიმრეს.

კომენტარები