განზრახ მკვლელობის მცდელობა

შსს: 2 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული ს.მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები ორ ადამიანს მიაყენა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი კინოსტუდიის შენობაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების დროს, 1983 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა, ხოლო 1987 წელს დაბადებულ ი.რ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება". – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები