დანია-რუსეთი

დანიაში რუსეთის მოქალაქეს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი

დანიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი.

პროკურორმა განაცხადა, რომ ის ეჭვმიტანილია რუსეთის სადაზვერვო სამსახურისთვის დანიის ენერგეტიკული ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში.

მისივე თქმით, ის დაპატიმრებულია 2020 წლის ივლისიდან. 

დანიაში რუსეთის საელჩო ამ გადაწყვეტილებას "შეცდომას" უწოდებს. საელჩო მოელის, რომ მას გაამართლებენ.

შეგახსენებთ, რომ17 აგვისტოს ნორვეგიის სადაზვერვო სამსახურებს ინფორმაციით, დაკავებულია ნორვეგიის მოქალაქე, რომელიც რუსეთის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. საპასუხოდ, ნორვეგიამ რუსი დიპლომატი გააძევა.

10 აგვისტოს სლოვაკეთმა ბრატისლავაში რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი ჯაშუშობისთვის გააძევა.

კომენტარები