კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 4 734 ახალი შემთხვევიდან 1 637 თბილისში დადასტურდა, იმერეთში – 823, აჭარაში – 489

armradio.am

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 637 დადასტურდა, იმერეთში - 823, აჭარაში კი 489.

ქვემო ქართლში 372 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში - 381, გურიაში - 93, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 337, კახეთში - 328, მცხეთა-მთიანეთში - 143, სამცხე-ჯავახეთში - 73, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 18.

9 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 174 282  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 145 287 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 614 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

    კომენტარები