საფრანგეთი

საფრანგეთის ალპებში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 5 ადამიანი

EPA

საფრანგეთის ალპებში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 6 ადამიანიდან 5 დაიღუპა.

ვერტმფრენი კერძო სამძებრო-სამაშველო კომპანიას Service Aérien Français-ს ეკუთვნის. შემთხვევის დროს ვერტმფრენის ეკიპაჟი საწვრთნელ მისიას ასრულებდა. ბორტზე იმყოფებოდა ორი პილოტი, ორი ტექნიკოსი და ორი მაშველი. გადარჩა ერთერთი პილოტი.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფა ცუდმა ამინდმა გამოიწვია. 

შემთხვევის ადგილზე 3 სამაშველო ვერტმფრენი გაიგზავნა, თუმცა ძლიერი ნისლის გამო მათ ჩამოვარდნის ადგილამდე მიახლოება ვერ შეძლეს. გადარჩენილი პილოტი იმ მაშველების ჯგუფმა იპოვა, რომელმაც ფეხით მიაღწია შემთხვევის ადგილამდე.

უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადა. შემთხვევის ადგილს ასევე ეწვევა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერალდ დარმაინი.

კომენტარები