დიეგო მარადონა

MARCA: მარადონა ყოველთვიურად 10 000 დოლარზე მეტს ხარჯავდა 50 ოჯახის სარჩენად

ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა, ყოველთვიურად 10 მილიონ არგენტინულ პესოს, ანუ 10 000 დოლარზე მეტს ხარჯავდა 50 ოჯახის პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფისთვის.

ამის შესახებ ესპანურმა გამოცემა Marca-მ დაწერა და მთავარ წყაროდ America TV მოიყვანა.

გამოცემის თანახმად, დიეგო მარადონა არგენტინაში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ნათესავებსა და მეგობრებს ეხმარებოდა. თანხა სპეციალური ანგარიშიდან ავტომატურად იჭრებოდა და პირდაპირ მათ ერიცხებოდათ. ამ დროისთვის, ფეხბურთელის გარდაცვალებაზე მიმდინარე გამოძიების გამო, ანგარიშები საგადასახადო სამსახურის მიერ დაბლოკილია და შესაბამისად, ოჯახები დახმარების გარეშე არიან დარჩენილები.

დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წაიკითხეთ ლეგენდარული ფეხბურთელის შესახებ ვრცლად აქ.

კომენტარები