საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 123 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 425 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა.
თბილისში 511 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 158, იმერეთში კი - 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 212 ადამიანია, აჭარაში - 51, იმერეთში - 48.
8 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 169 649 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 141 392 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 576 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.
რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.





