ოლიმპიადა 2024

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე სპორტულ სახეობებს ბრეიქდანსი დაემატა

Getty Images

ოლიმპიურ სახეობებს სკეიტბორდის, სპორტული ცოცვისა და სერფინგის შემდეგ, რომელთა დებიუტიც 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე შედგება, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ბრეიქდანსიც დაემატა. 

ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიადის ასოციაციამ გუშინ, ორშაბათს დაადასტურა. ბრეიქდანსის ოლიმპიურ სახეობად დამატების მიზანი კი ახალგაზრდების უძველეს სპორტულ შეჯიბრში ჩართულობის გაზრდაა. ბრეიქდანსის სპორტულ სახეობად დამატების იდეა 2018 წლის არგენტინის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ამ სახეობის წარმატებული დებიუტის შემდეგ განიხილებოდა. 

2019 წლის ოლიმპიური პროგრამის კომისიის ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით, ერთი მილიონი ადამიანი იყო ბრეიქდანსით დაკავებული. Red Bull-ის ერთ-ერთ ფინალს ბრეიქდანსში კი 2019 წელს 50 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე.

კომენტარები