Balenciaga

BALENCIAGA ახალ კოლექციას კომპიუტერული თამაშის მეშვეობით წარმოადგენს

HypeBeast

მოდის სახლი Balenciaga 2021 წლის შემოდგომის კოლექცია კომპიუტერული თამაშის Afterworld: The Age Of Tomorrow-ს მეშვეობით წარმოადგენს.

მომხმარებლები კოლექციის დათვალიერებას თამაშში გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ შეძლებენ. სიუჟეტის მიხედვით მოქმედება 2031 წელს ხდება. 

"2021 წლის შემოდგომის კოლექციის მთავარი თემა არის ადამიანის ბედი ინტერაქციულ მოგზაურობაში. თავდაპირველად გეგონებათ რომ სამყარო იშლება, მაგრამ პროექტი ანტიუტოპია არ არის, რეალურად ბუნებასთან და წარმოებასთან დაბრუნების უფრო ჯანსაღ პროცესს იხილავთ". – წერია მოდის სახლის განცხადებაში.

Afterworld-ში 2021 წლის ზაფხულის კოლექციით დაწყებული ფუტურისტული ხედვის გაგრძელება იქნება. თამაში მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გამოვა.

2015 წლიდან მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია.

კომენტარები