კორონავირუსი საქართველოში

კლინიკა "გულის" 70-მდე თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

Facebook / კლინიკა გული

კლინიკა გულის 70-მდე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულია კლინიკის დირექტორი ანზორ მელიაც. მისივე ცნობით, საავადმყოფოში ამჟამად მხოლოდ კარდიოლოგიური დეპარტამენტი მუშაობს.

"თითქმის ყველა თანამშრომელი COVID-ვირუსით არის დაავადებული. 40-მდე ექიმია და 30-მდე სამედიცინო პერსონალი.

კლინიკაში კარდიოლოგიური დეპარტამენტი მუშაობს, სანამ შეუძლიათ". – თქვა მელიამ ფორმულასთან საუბარში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 39 და გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი.

26 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 118 960 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 98 781 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 124 კი გარდაიცვალა. სულ 18 759 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები