არჩევნები 2020

"ეს პარლამენტი ცხოველების ფერმად არ გადაიქცევა" – აქტივისტებმა პარლამენტთან გოჭი მიიყვანეს

მთავარი არხი/კადრი ვიდეოდან

სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ 2020 წლის არჩევნები გააპროტესტეს. ისინი ამბობენ, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ სურთ. აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა პარლამენტთან სიმბოლურად გოჭი მიიყვანეს. 

"ეს არის კომუნიზმის სიმბოლო, როდესაც წითელი ლენტებით დადიოდნენ ერთპარტიულ პარლამენტში. ჩვენ მოვედით, რომ საზოგადოებას შევახსენოთ, თუ რა საფრთხის წინაშე დგას დღეს ქვეყანა. 

ჩვენ არ გვინდა ერთპარტიული, ქოცური პარლამენტი. მოვედით, რომ გავაგებინოთ - ეს პარლამენტი არავითარ შემთხვევაში არ გადაიქცევა ცხოველების ფერმად". – თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა, ნიკა ნოზაძემ. 

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას მოითხოვენ.

კომენტარები