ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა. მეზვრიშვილი ამის შესახებ Facebook-ზე წერს.

"13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე.

მადლობა ყველას – მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია

გამორჩეული მადლობა გიორგი გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა". – წერს მეზვრიშვილი.

ნათია მეზვრიშვილი 2017-2019 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. 2019 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.

კომენტარები