ახალი წელი 2020

როკფელერის ცენტრის ნაძვის ხის დადგმისას მუშებმა ბუ იპოვეს

Bored Panda

ნიუ-იორკი საშობაო სამზადისშია. როკფელერის ცენტრთან ყოველწლიურად ნაძვის ხეს დგამენ, რომელიც მეგაპოლისის მცხოვრებლებისთვის ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.

წელს ცოცხალი ნაძვის ხის აღმართვისას მუშებმა ტოტებში დამალული ბუ იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, ფრინველი მოჭრილი ხიდან არ აფრინდა და სამდღიანი მგზავრობის შემდეგ ნიუ-იორკში აღმოჩნდა.

ბუს როკფელერი დაარქვეს, ძალების აღდგენის შემდეგ ფრინველი ველურ ბუნებას დაუბრუნდება.

რაც შეეხება თავად ნაძვის ხეს, წლევანდელი სიმბოლო ნიუ-იორკელებმა დაიწუნეს და როკფელერის ცენტრთან სხვა ხეს დადგამენ.


ფოტო: Bored Panda

კომენტარები