სპეცოპერაცია წერეთელზე

სირაძე: შეწყვიტეთ LIve-ჩართვები, ეს საფრთხეს უქმნის პოლიციელების და მოქალაქეების სიცოცხლეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე მედიას მოუწოდებს, შეწყვიტონ LIVE-ჩართვები წერეთლის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციიდან. მისი შეფასებით, "ეს საფრთხეს უქმნის როგორც მოქალაქეების, ისე სამართალდამცველების სიცოცხლეს". სირაძემ ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს, არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია.

გამოძიების ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მიოკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი პირია შეჭრილი, რომელსაც ცხრა მძევალი ჰყავს. გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსაროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლებითაა დაწყებული.

კომენტარები