კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: ცხოვრებაში უარი არ მითქვამს პაციენტის მიღებაზე, 10 დღეა, ბევრი "არა" ვთქვი

მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არასდროს არ ვლაპარაკობ ჩურჩულით, ვლაპარაკობ მხოლოდ იმას, რასაც ვფიქრობ. ჩვენი სამედიცინო სტრუქტურა არ არის, როგორც ევროპის წამყვან ქვეყანაშია, მათი ბიუჯეტი მკვეთრად განსხვავდება ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სერვისების ბიუჯეტისგან.

აქედან გამომდინარე, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, თუნდაც ევროპის წამყვანი, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე ინფექციის გავრცელებასთან გვაქვს საქმე...

როდესაც პატრონი ან სასწრაფო მირეკავდა, ცხოვრებაში "არა" არ მითქვამს პაციენტის მიღებაზე, იმიტომ, რომ ეს ექიმობაა, იმიტომ გეუბნებიან - "დამეხმარე", რომ შენი იმედი გააჩნიათ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღეა, თითქმის ათი დღეა, ბევრი "არა" მაქვს ნათქვამი პაციენტის გადმოყვანისთვის, რაც სიმართლე გითხრათ, ეს გულსატკენია როგორც ექიმისთვის...

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ "ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო ”

კომენტარები