რუსეთი

კადიროვის მოთხოვნით საბავშვო მოედანზე Marvel-ის გმირებს ჩეჩენი გმირებით ჩაანაცვლებენ

vk.ru

ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ კურჩალოიში, ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ვიზიტისას აჰმად კადიროვი საბავშვო მოედანზე Marvel-ის გმირების - კაპიტან ამერიკასა და თორის გამოსახულებებმა გააღიზიანა. ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ამერიკული კომიქსების გმირების ადგილობრივი, ჩეჩენი გმირების გამოსახულებით ჩანაცვლება ბრძანა. 

ამის შესახებ კადიროვმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, საბავშვო მოედნის კედელზე Marvel-ის გმირების გამოსახულებამ იგი გააღიზიანა. კადიროვმა განაცხადა, რომ ეს გმირები "ფანტაზიის ნაყოფია, განათავსეთ ჩვენი ნამდვილი გმირები, ჩვენი რელიგიისა და ხალხის ისტორიაში ბევრი გმირია, რომელთა მიბაძვაც შესაძლებელი და აუცილებელია". – წერს ის. 

რუსეთში კომიქსების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას წარსულში მაღალი თანამდებობის სხვადასხვა პირები ამჟღავნებდნენ. მათ შორის, კულტურის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ მედინსკი, რომელმაც კომიქსებს "საცოდაობა" უწოდა.

"კომიქსი მათთვის არის, ვინც კითხვა ცუდად იცის, ზოგადად მე ცუდი დამოკიდებულება მაქვს კომიქსების მიმართ, ეს საღეჭი რეზინივითაა, ეს არ არის საკვები". – ამბობდა ვლადიმირ მედინსკი. 

კომენტარები