კორონავირუსი საქართველოში

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობის კურსს სახლში გადის. 

"კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს... მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ თენგიზს". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები