კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევიდან 1 493 თბილისში გამოვლინდა, 513 – იმერეთში

CDC/Science Photo Library

კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 493 გამოვლინდა, აჭარაში - 448, იმერეთში - 513, ქვემო ქართლში - 190. თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე ინფორმაციით, შიდა ქართლში 175 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გურიაში - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 287, კახეთში - 98, მცხეთა-მთიანეთში - 119, სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 23.

ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 13 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში 10, იმერეთში - 8, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში 2, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი.  

13 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 73 154  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 55 511 გამოჯანმრთელდა, 636 კი გარდაიცვალა. სულ 16 981 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები