ერთმა ძალიან ცნობილმა პოლიტიკოსმა პირდაპირ მოუწოდა ტელეეთერში მოსახლეობას, იცით, კოვიდი არაფერია, მე თვითონ გადავიტანე რამდენიმე დღის წინ და საერთოდ არ მიგრძვნია, არაფერი არ არისო. ამ პათოსით ძალიან ბევრი, განსაკუთრებით ახალგაზრდები ამბობენ, რატომ უნდა მოვიკლოთ რამე, თუნდაც შეკრებები, გართობა.
ბევრს ეამაყება, რომ არ ეშინია კოვიდის და ამიტომ უარყოფენ ყველანაირ შეზღუდვებს. ზოგი პრინციპულად არ ემორჩილება, რომ დაამტკიცოს რო ვაჟკაცია და არ ეშინია კოვიდის.
მოგიწოდებთ ასეთ ადამიანებს, რომლებიც გააზრებულად თუ გაუაზრებლად ახდენთ საფრთხის იგნორირებას, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა...





