აშშ-საქართველო

ზალკალიანი ოპოზიციაზე: ბოლო პერიოდში თარგმანში, განცხადებებში, ლოგიკაში დაკარგულები არიან

ვფიქრობ, რომ ისინი [ოპოზიცია] ბოლო პერიოდში დაკარგული არიან თარგმანში, თანმიმდევრულობაში, განცხადებებში, ლოგიკაში...

არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გამოიყენო შიდა პოლიტიკური ინტერესებისთვის. აქ უმთავრესი გზავნილი არის აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, საქართველოს სტაბილურობის, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა. ჩვენი როლის რეგიონში, როგორც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის წაემოჩნა - ეს არის მთავარი გზავნილი და არა ის, რაზეც ოპონენტები საუბრობენ.

ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ოპოზიციაზე საუბრისას. ზალკალიანმა ბრიფინგი საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლის საკითხზე გამართა.

კომენტარები