საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
მთავრობის ცნობით, PCR ტესტის პასუხი, რომელიც გახარიამ ჩაიტარა, უარყოფითია, შესაბამისად ის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
პრემიერმინისტრს კორონავირუსი 2 ნოემბერს დაუდასტურდა და ის მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა.





