COVID 19

როგორ ვუმკურნალოთ COVID-19-ის სიმპტომებს სახლში

ამჟამად არ არსებობს კორონავირუსის (COVID-19) სპეციფიკური მკურნალობა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეამსუბუქოთ სიმპტომები სახლის პირობებში:

მაღალი ტემპერატურის მკურნალობა:
 

⚫ დაიცავით წოლითი რეჟიმი 

⚫ დალიეთ ბევრი სითხე (უმჯობესია წყალი) და თავი აარიდეთ დეჰიდრატაციას - დალიეთ იმდენი, რომ თქვენი შარდი ღია ყვითელი და გამჭვირვალე გახდეს. 

⚫ თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დალიეთ იბუპროფენი ან პარაცეტამოლი. 

ხველების მკურნალობა:
 

⚫ თუ ხველება გაქვთ, უმჯობესი იქნება, თუ თავს აარიდებთ ზურგზე წოლას. დაწექით გვერდზე ან დაჯექით გამართულად.

⚫ ხველების შესამსუბუქებლად სცადეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი. მაგრამ არ მისცეთ თაფლი 12 თვემდე ასაკის ჩვილებს.

⚫ თუ ეს არ დაგეხმარებათ, აფთიაქარს/ექიმს ჰკითხეთ რჩევა ხველების მკურნალობაზე. თუ თქვენ, ან თქვენთან ერთად მცხოვრებ ადამიანს აქვს კორონავირუსის სიმპტომები, არ წახვიდეთ აფთიაქში. სცადეთ დარეკვა ან სხვა გზით დაკავშირება.

 

⚫  დარეკეთ 112-ში.

⚫  შეეცადეთ, ოთახში გრილი ტემპერატურა შეინარჩუნოთ, დაუწიეთ გათბობას და გააღეთ ფანჯარა. არ გამოიყენოთ ვენტილატორი, რადგან მას ვირუსის გავრცელება შეუძლია.

⚫ ისუნთქეთ ნელა. ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ მოკუმული ტუჩებით, თითქოს სანთელს აქრობთ. 

⚫ იჯექით სკამში სწორად, გამართულ პოზიციაში. 

⚫ თუ სუნთქვა გიჭირთ, ეცადეთ, პანიკაში არ ჩავარდეთ, ამან, შესაძლოა, გააუარესოს მდგომარეობა. 

გადაუდებელი გამართხილებელი ნიშნები:

ყურადღებით ადევნეთ თვალი სიმპტომებს. თუ შენიშნეთ ეს ნიშნები, აუცილებელია მყისიერი სამედიცინო ყურადღება. დარეკეთ 112-ში თუ:

⚫ გიჭირთ სუნთქვა

⚫ გრძნობთ მუდმივ ტკივილს ან წნევას გულმკერდის არეში.

⚫ გაქვთ მოლურჯო ტუჩები ან სახე

⚫ ჭარბი ძილიანობა/გაღვიძების უუნარობა

 

როგორ დავიცვათ საკუთარი თავი, თუ ზრუნავთ კორონავირუსით ინფიცირებულზე?
 

⚫ ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით სულ მცირე 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით ავადმყოფთან ერთ ოთახში ყოფნის შემდეგ. 

⚫ ატარეთ ნიღაბი, თუ დაავადებულთან ერთ ოთახში გიწევთ ყოფნა. შეინარჩუნეთ 2 მეტრის დისტანცია ავადმყოფისგან. არ მოკიდოთ ხელი ნიღაბს. თუ პირბადე დაისვარა ან დასველდა, ჩაანაცვლეთ ახალი სუფთა და მშრალი პირბადით. 

⚫  ხშირად დაალაგეთ ოთახი. ყოველდე, გამწმენდი საშუალებებით გაწმინდეთ ზედაპირები, რომლებსაც ხშირად ეხებით, მათ შორის მაგიდები და კარების სახელურები. თავი არიდეთ დაავადებული ადამიანის ოთახის დალაგებას. დაავადებულს გამოუყავით ინდივიდუალური ჭურჭელი, ლოგინი, საწოლი და პირსახოცი.

⚫ ფრთხილად იყავით ჭურჭელთან. გაიკეთეთ ხელთათმანი, თუ დაავადებულის თეფშებს ან ჭიქებს გარეცხავთ. გარეცხეთ ისინი ცხელი წყლით და საპნით. დაიბანეთ ხელები ხელთათმანების მოხსნის შემდეგ. 

⚫ გამოიყენეთ ერთჯერადი ხელთათმანები და ნიღბები. დაიბანეთ ხელები ნიღბის და ხელთათმანების მოხსნამდე და შემდეგ. ორჯერ არ გამოიყენოთ ნიღაბი ან ხელთათმანი.

⚫ არ შემოუშვათ ვიზიტორები, ვიდრე ავადმყოფი სრულად არ გამოჯანმრთელდება და აღარ ექნება COVID-19-ის სიმპტომები და ნიშნები. 

სამედიცინო დახმარებისთვის - 112

ჯანდაცვის სამინისტრო - 1505

დაავადებათა კონტროლის ცენტრი - 116 001

მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი - 144

კომენტარები