ახალი კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ვერცერთი სისტემა, ვერცერთი ექიმი ვერ გაუძლებს, თუ არ დავიცავთ წესებს

მე, რასაც ვამბობ ხოლმე, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე. ეს არ არის დაშინება, ეს არის იმ სამწუხარო რეალობის დანახვება, რაც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. კარგად ხედავთ, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ყველაზე მაგარ ქვეყნებში, ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემით. ვერცერთ ქვეყანაში, ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად და ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. აი, ესაა რეალობა. ვერცერთი სისტემა ვერცერთი ექიმი, ვერცერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს...

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

კომენტარები