ეკონომიკა

ჯანდაცვა ოქტომბერში 9.0%-ით გაძვირდა

reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე საქართველოში 0.8%-ია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4% შეადგინა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ჯანმრთელობის დაცვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.0%-ით გაძვირდა და 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის ინდექსზე. სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ფასები 13.5%-ით გაიზრდა, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება კი 11.8%-ით გაძვირდა.

2020 წლის აგვისტოსთან შედარებით ოქტომბერში ჯანდაცვა 1.2%-ით გაძვირდა. სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ფასი კი 2.9%-ით გაიზარდა.

კომენტარები